თეგი: სასამართლო პროცესი

ოპერატორი ილია თვალიაშვილი: 5 ივლისის აქციის შემდეგ, დღემდე ვაგრძელებ მკურნალობას

ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი კი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო, - ეს სიტყვები ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისას დაშავებულმა ოპერატორმა ილიკო თვალიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორი, რომელიც დაზიანებულ ჟურნალისტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაშავებული იყო, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი და მისი კოლეგების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე დაიკითხა. „არც ერთ მათგანს არ ვიცნობ, არც ერთი მათგანი ცხოვრებაში არ მინახავს, არც ერთი მათგანისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ფიზიკურად ვერ მივაყენებდი შეურაცხყოფას, ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადიოდა, ეს რომ ასე ყოფილიყო, ამის დამტკიცებაც მარტივად შეიძლება. ძირს დამაგდეს და რამდენი ადამიანი მისწორდებოდა, ვერ გეტყვით, ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი - ტანზე და ზოგი კიდევ, თვალებს მთხრიდა. მას შემდეგ 7 თვე გავიდა და ამ დრომდე ვმკურნალობ, წამლები დამაქვს ჩანთით. დავარდნამდე, დავარდნის შემდეგაც, ვიდრე „ლაივუ“ და კამერა დაზიანდებოდა, მანამდე თითოეული კადრია გადაღებული, თუ როგორ მისწორდებოდნენ, შეიძლება, თითოეული მათგანი იყოს იმ კადრში მოქცეული, ვინც იქ იყო, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა", - განაცხადა მან. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 12 მოწმე დაიკითხება. სასამართლოში ჩვენებას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი, დაზარალებული ილიკო თვალიაშვილი მისცემს. დღევანდელ პროცესზე ასევე დაიკითხებიან ფაქტის შემსწრე ჟურნალისტები და გამომძიებლები.

პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა

„თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა. „ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს... ეს არის ჩემი შენატანი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის...ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება, როგორც ეს არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის კონსილიუმის და ცენტრ „ემპათიას“ მიერ და დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომლებიც რომ შემოუშვან, იტყოდნენ. ეს არის, ვისაც აინტერესებს კონკრეტული მოთხოვნა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ადვოკატების განცხადებით, რუსთავში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს არ უშვებენ. მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს და იმავე დღეს გამოაცხადა შიმშილობდა. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს. დეკემბრის ბოლოს ის რუსთავის ციხეში დააბრუნეს. ასევე წაიკითხეთ: 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობაში რაფაელ მურსაკულოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურორ გიორგი ქობულაძის განცადებით, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა. ქობულაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შერაცხადი იყო და ის სრულად აცნობიერებდა იმას, თუ რას სჩადიოდა. ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედვარდსი გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს და სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობას შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს და სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობას შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ. „საუბარი იყო ძირითადად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ჩვენი თხოვნა იყო, რომ მოეხერხებინათ რამენაირად ამ ექსპერტიზის ჩატარებაში ან საქმის მსვლელობისთვის გამოყონ წარმომადგენელი ვინც დააკვირდება ამ საქმის მსვლელობას. ასევე, მნიშვნელოვანი თხოვნა იყო, რომ გამოეყენებინათ თავიანთი დიპლომატიური არხები იმისთვის, რომ უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლოს უფლება პატიმრისთვის“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ „მთავარ არხთან“. მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვება დაავალა ადვოკატის თქმით, სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა  

სოსო გოგაშვილი: ჩემს მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა - სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ

ჩემს მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა, ჩემი ოჯახის წევრების წამება, არასრულწლოვანი ბავშების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა. ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა აქ მომიყვანეს... კრიმინალებთან ერთად სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა „ჟიზნ ვარამ“ და რაღაც უბედურებები. ადამიანებს სახელმწიფო მოხელეებს, ასე არ უნდა ექცეოდნენ, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი: სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იმსჯელებს „ბოლო შეურაცხყოფა რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა აქ რომ მომიყვანეს... კრიმინალებთან ერთად სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა „ჟიზნ ვარამ“ და რაღაც უბედურებები. ასე არ უნდა ხდებოდეს. ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ. ბრალდების მხარეს უნდა გრცხვენოდეთ, იმის ნაცვლად, რომ მე მიცავდეთ, ჩემთან ერთად იღებდეთ ინფორმაციას ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებზე, არც კი აღნიშნავთ იმ გარემოებებს, რაც ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა“,- განაცხადა გოგაშვილმა. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს.  გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ. ასევე წაიკითხეთ: სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს  

სოსო გოგაშვილის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. სოსო გოგაშვილი: ჩემს მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა - სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამასთან, ბრალდების მხარის განცხადებით, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობა სხდომის სრულად დახურვის შესახებ უკავშირდება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის საფუძველზეც მოხდა სოსო გოგაშვილის დაკავება და რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს.  გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ. ასევე წაიკითხეთ: სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს  

სოსო გოგაშვილი: ჩემს სახლში იარაღი გენინსპექციის დირექტორის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ ჩადო

ჩემს სახლში იარაღი გენინსპექციის დირექტორის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ ჩადო, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი: სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იმსჯელებს სოსო გოგაშვილის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება "გიორგი ღამბაშიძეს ხელში ეჭირა ლულით პატარა იარაღი, მარცხენა მხარეზე ვინც იარაღს მისვამდა, ის დიდი ავტომატი იყო. ამას რომ შევაგინე, იმან ფერდში მომარტყა. 2 დღეა ვეუბნები, გადამიღეთ ექოსკოპია და რენტგენი-თქო და არ გადამიღეს. ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ასევე, ნიკა ყვიროდა, მამას არ დაარტყათო. მე იმათ ვეუბნები, ბავშვს არ დაარტყა. ისტერიკაშია მეუღლე, მთელი ოჯახი სტრესში იყო. ამის შემდეგ, როდესაც ადგნენ და გამოიტანეს ე.წ. ფაქტები, შევარდნენ სახლში, ერთი გიორგი ღამბაშიძე იყო და ავარდნენ მეორე სართულზე. მეორე სართულზე ასვლის შემდეგ, თეამ (სოსო გოგაშვილის მეუღლე) დაინახა, რომ ეს ხალხი საძინებელში რაღაც ნივთებს ტენიდა სხვადასხვა ადგილზე. თეამ დაუწყო ყვირილი და როდესაც დაინახეს, რომ ესენი მიადგნენ, ღამბაშიძემ დაიწყო ყვირილი: „რატომ ამოუშვით თქვე ჩე...ებო, ხომ გითხარითო!“ ძალადობით გამოათრიეს მეორე სართულიდან და პირველზე ჩამოიყვანეს. თეას ყვირილი მესმის, რომ დაალაგეს სოსო რაღაცები, რა აზრი აქვს ახლა“. მივხვდი რასაც აკეთებდნენ“, - განაცხადა გოგაშვილმა პროცესზე. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს.  გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ. ასევე წაიკითხეთ: სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს  

Reuters: ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, Credit Suisse-ის სატრასტო დანაყოფმა არ მიიღო ზომები, რომ მისთვის $1.27 მილიარდის ზარალი აეცილებინა

სინგაპურში Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სასამართლო პროცესი სინგაპურში დღეს დაიწყო.  Bloomberg: სინგაპურში Credit Suisse-ს წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის $800 მილიონიანი საქმის განხილვა იწყება ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დღეს საქართველოდან ვიდეოჩართვის მეშვეობით მისცა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ Credit Suisse-სთვის მიმართვის ერთადერთი მიზანი იყო, რომ სურდა საკუთარი აქტივები დაეცვა. „მეგონა მოვედი ექსპერტთან, რომელსაც შეუძლია დაიცვას ჩემი კაპიტალი და ჩემი ოჯახი",- თქვა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, კავინდერ ბულის მიერ დღეს სასამართლოში წაკითხული განცხადების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse Trust-ის მეთვალყურეობის ქვეშ $1,1 მილიარდი განთავსდა. მისივე განმარტებით, Credit Suisse-სთან შუამავალი პირი იყო პატრის ლესკოდრონი, რომელმაც ტრასტის ინვესტიციების თაღლითური მართვა და ტრასტის ფონდების „მითვისება" ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო და ეს ბანკს დროულად უნდა შეემჩნია.  ივანიშვილის გამოთვლით, მისი დანაკარგი $1,27 მილიარდია, ტრასტის შეფასებით, კი ის $818,2 მილიონს შეადგენს.  სინგაპურში სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, სამი კვირა გაგრძელდება. საქმეზე განაჩენი ცნობილი მომავალი წლის დასაწყისში გახდება.  Bloomberg-ის მიხედვით, ამაჟამად ივანიშვილის ქონება $.5.62 მილიარდს შეადგენს.   

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ვიდრე სასამართლო პროცესები არ დამთავრდება, განცხადებას არ გავაკეთებ

სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ, - ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. "როგორც თავიდანვე აღვნიშნე, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს",- განაცხადა ბასილაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.  

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დღეს არ გამოაცხადა

თბილისის სააპელაციო სასამართლო "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დღეს არ გამოაცხადა. ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გამართულ ბოლო პროცესზე განაცხადა. ნიკა გვარამია: მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს, წინ სტრასბურგის სასამართლოა მისივე თქმით, ინფორმაციას, როდის გამოცხადდება განაჩენი, სასამართლოს აპარატი გაავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

ნიკა გვარამია: მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს, წინ სტრასბურგის სასამართლოა

მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს. წინ სტრასბურგის სასამართლოა, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა „რაც შეეხება ჩემს ყოფნას იზოლაციაში, გალიაში თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი, მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს. იმედი მაქვს, რომ გამოვალ, იმიტომ, რომ ჩემი ბედი მხოლოდ აქ არ წყდება. არც მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე, იმიტომ, რომ წინ არსებობს სტრასბურგის სასამართლო.  კონსოლიდაცია უნდა მოხდეს მომავლის გარშემო, რომელიც აქ არის კართან და გვიკაკუნებს და ჩვენ არ ვაღებთ. „ქართულ ოცნებას“ შეიძლება არც უნდა, რომ გააღოს, მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა, რომ გავაღოთ, ჩვენ ხომ შეგვიძლია მივიდეთ ოცნების გარეშე და გავაღოთ. მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე“, - განაცხადა გვარამიამ. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომა 11:00 საათზე ჩანიშნა. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო მისი განცხადებით, „სასამართლო სხდომების ყოველდღე დანიშვნა შეუძლებელია“. „ყოველთვის გასათავლისწინებელია ადამიანის ჯანმრთელობს მდგომარეობა", თუმცა, ის მასალა რაც დღევანდელ სხდომაზე მოწმეებმა წარადგინეს, გამოკვლევას საჭიროებს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს, ასე იქნება. ვერ დავტოვებთ გამოკვლევების გარეშე მტკიცებულებებს და ვერ მივატოვებთ შუა გზაში მოწმეებს",- განაცახდა არევაძემ.   რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი: დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღესაც მძიმეა  

მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელეს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე გამოიკითხა. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, თუმცა მოსამართლე არევაძის თქმით, სხდომები ყოველდღიურად "ფიზიკურად ვერ გაიმართება". თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაესწრო. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს ეხება, დღესაც გადაიდო.  მიხეილ სააკაშვილს COVID19 დაუდასტურდა შემდეგი სასამართლო სხდომა 15 თებერვალს, 15:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე პენიტენციური სამსახურის ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომაზე დასწრებასა და დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, ბრიტანელ ფსიქიატრს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვია სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღეს სასამართლო პროცესზე ბრიტანელი ფსიქიატრის კორნელიუს კატონის დაკითხვაა დაგეგმილი. ასევე იგეგმება კიდევ რამდენიმე ექსპერტის დაკითხვაც. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა არ იქნება ეფექტური იმ გარემოში, სადაც თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ - ბრიტანელი ფსიქიატრი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა არ იქნება ეფექტური იმ გარემოში, სადაც თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ბრიტანელმა ფსიქიატრმა, კორნელიუს კატონისმა განაცხადა. ის სხდომას დისტანციურად ერთვება. დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, ბრიტანელ ფსიქიატრს დაკითხავენ „2022 წლის ნოემბერში მე ვნახე მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალში. მასთან დაახლოებით სამი საათი დავყავი. სრულად შევისწავლე მისი ანამნეზი, ჩავატარე კოგნიტური დეტალური შეფასება. კვლევების შედეგად აღმოვაჩინე საკმაოდ მძიმე დარღვევები ყურადღების ნაწილში, მეხსიერების, ენის მხრივ და ვიზუალური-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით. მას აქვს პოსტტრავმული აშლილობა, ასევე ნეიროკოგნიტური აშლილობა. რამდენიმე შესაძლო მიზეზია, რასაც შეიძლება, აქამდე მივეყვანეთ", - განაცხადა მან. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი - სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო "თუ კახექსიას კრიტერიუმებით მივუდგებით, მეოთხე დონე გამოდის, რაც არის სიმსივნეებთან შეფასებული და არ არის შეფასებული ჩვეულებრივ ავადმყოფობებთან. მეოთხე დონის კახექსია სერიოზული განაცხადია, სიმსივნეების შემთხვევაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს - მედიანური 4 თვე, ანუ მაქსიმუმ 8 თვე, თუმცა ეს კვლევები ძირითადად სიმსივნეებზეა ჩატარებული და სხვა პაციენტებზე ასეთი ტიპის კვლევები არ ტარდება. თუმცა კახექსია თავისთავად ძალიან მძიმეა და სავარაუდოდ, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ორშაბათს ბოლო პროცესია, ალბათ გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას - ხაჭაპურიძე

 მოსამართლე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ორშაბათსვე გამოაცხადებს, - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე ორშაბათს, 6 თებერვალს ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება. "ორშაბათს 17:00 საათზე არის ბოლო პროცესი, მხარეები ვიტყვით ჩვენ დასკვნით სიტყვებს და ალბათ, იმ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ბადრი ესებუამ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდება კიდევ ერთხელ უარყო

ბადრი ესებუამ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდება კიდევ ერთხელ უარყო - „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებულმა ბადრი ესებუამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ჩვენება მისცა. „კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მე არაფერი ვიცი, ვიცი ის მხოლოდ რაც ტელევიზიით და აქ სასამართლო პროცესებზე მოვისმინე. 21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში ვიყავი, ერთი ორი საათით ვიყავი გასული, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. 23 ოქტომბერს ჩემმა პოლიციელმა მეგობარმა მითხრა, რომ შენი თანასოფლელი მოვიდა პოლიციაში და თქვა, რომ ვიცი ვინც არის თავდამსხმელიო და შენ დაგასახელაო. გამაფრთხილა ფრთხილად ვყოფილიყავი. ჩემი თანასოფლელი, ვინც პოლიციელების ინფორმატორია ნათქვამი აქვს, რომ მე დაგაჭერინებთ თავდამსხმელს და თანამდებობაზე დამნიშნეთო. ისედაც სულ ფრთხილად ვიყავი, რადგან ადრეც ქალაქში, როცა გადავადგილდებოდი პოლიციელები სულ მაჩერებდნენ. ზოგადად, ქალაქში გასვლას სულ თავს ვარიდებდი. 23-ში ეს რომ მითხრეს მივხვდი, კარგად არ იყო საქმე. 23 ოქტომბერს საღამოს დედაჩემს ვუთხარი, რომ თბილისში, ექიმთან მივდიოდი. საღამოს, დაახლოებით, 6 საათზე გავედი და მას შემდეგ ვიყავი ხან მეგობართან და ხან ნათესავთან. 25 ოქტომბერს ჩემს დეიდაშვილთან ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი, რა დროსაც ჩემს დეიდაშვილს ჩემთვის სურათი გადაუღია, რომელიც ჩემი ძმისთვის გაუგზავნია. ვიცოდი, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების “ფეისბუქი“ გვერდი გატეხილი იყო და პოლიციელები აკონტროლებდნენ. ალბათ, ცდილობდნენ ჩემი ადგილსამყოფლის დადგენას. ჩემი ძმამა როცა მოვიდა ჩემთან, მივხვდი, ეს ამბავი უკვე პოლიციასაც ეცოდინებოდა და იმ სახლიდან იმ საღამოსვე წავედი. მას მერე მიმალვაში ვიყავი. საფრთხეს სულ ვგრძნობდი და თავს ვარიდებდი პოლიციელებს, მიზეზი არ ვიცი, მაგრამ სოციალურ ქსელში ბევრჯერ არაკორექტულად მოვიხსენიე ეს პოლიციელები და მას შემდეგ დაიწყეს ჩემი დევნა”, - განაცხადა ბადრი ესებუამ. ამ წუთებში სასამართლო ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას უსმენს. ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა.